მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს საგარანტიო სქემა ბიზნესისთვის? - მაია ცქიტიშვილის განმარტება

5e86fabe375de
ინგა მურუსიძე
03.04.20 13:00
661
სხვადასხვა დარგებისთვის შეთავაზებული იქნება კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღებით ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებულები, რომ კომპანიები შეძლებენ თავიანთი სესხების მომსახურეობას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მოვალეობაა, იზრუნოს იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით არსებულ, ნორმალურ ცხოვრებას, ჩვენ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება კონკურენტუნარიანი პირობების და პოზიციების დაბრუნება.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა დარგებთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთანაც და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს. ეს პაკეტი ორიენტირებულია მთლიანად ორ მილიარდიანი პაკეტის გადაზღვევაზე და სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სხვადასხვა დარგებისთვის შეთავაზებული იქნება კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღებით ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებულნი, რომ კომპანიები შეძლებენ თავიანთი სესხების მომსახურეობას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემებით დავეხმარებით" - პრემიერი