24.სექტემბერი .2022 16:10

რას გულისხმობს სუამ-ის ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები? - ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტება

რას გულისხმობს სუამ-ის ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები? - ვალერი ჩეჩელაშვილის განმარტება
views 722
უკან

სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ოქმს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა მოაწერეს.

ინფორმაციისთვის, ოქმი სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის „კუმულაციური“ პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვალერი ჩეჩელაშვილი bm.ge-სთან სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის მნიშვნელობას აფასებს.

„ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი ორ დოკუმენტს მოაწერა. პირველი - ეს არის პროტოკოლი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განუყოფელი ნაწილი, საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის წესების თაობაზე. ეს პროტოკოლი ადრეც მოქმედებდა, მაგრამ დსთ-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამი ქვეყანა დსთ-ს წევრი აღარ ვართ, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია და ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებზე იწყებს მუშაობას.

მეორე დოკუმენტი - საკონსულო რეგიონალური კონვენცია ერთმანეთისთვის საკონსულო საკითხებში დახმარების აღმოჩენას ნიშნავს, რაც მიმდინარე პროცესების ფონზე, ვგულისხმობ რუსი მოქალაქეების მიგრაციას, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი.