მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გვთავაზობს ახალი მულტიფუნქციური სივრცე „ალფა-ჰაბი“?

60cdb5b6ad6a2
მარიამ იზორია
19.06.21 15:15
919
„ალფა-ჰაბი“ ახალი მულტიფუნქციური, საგანმანათლებლო, სამუშაო და ტრენინგსივრცეა, რომელიც თბილისში ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. მულტიფუნქციური სივრცე აპრილში გაიხსნა და უკვე რამდენიმე კომპანიასთან წარმატებულად თანამშრომლობს. „ალფა-ჰაბი“ ამ ეტაპისთვის 10 ადამიანს ასაქმებს.

როგორც მისმა დამფუძნებელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას აღნიშნა, მულტიფუნქციური სივრცე მოქნილი და დამკვეთზე მაქსიმალურად მორგებულია. მაკა ყუბუსიძე „ალფა-ჰაბის“ საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და, როგორც განმარტავს, კომპანია ცდილობს დამკვეთის მიმართ მოქნილი იყოს, ამასთანავე გაითვალისწინოს ის თუ რამდენის გადახდა შეუძლია მას.

„ღონისძიებების მართვასა და მოწყობაში დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ გადავწყვიტეთ ეს მიმართულება უფრო განგვევითარებინა და მომხმარებლისთვის ისეთი სივრცე შეგვექმნა, როგორიც „ალფა-ჰაბია“. ის არამარტო ტრენინგებსა და შეხვედრებს მასპინძლობს, არამედ ჩვენთან სხვადასხვა სახის პრეზენტაცია და გამოფენებიც იმართება. ოპერირება აპრილში დავიწყეთ და პანდემიის პერიოდშიც კი საკმაოდ წარმატებული პროექტები განვახორციელეთ, სამუშაო სივრცეებზეც ძალიან მაღალი მოთხოვნაა, „ალფა-ჰაბი“ ძალიან საინტერესო უბანში „შენი სახლი ჯიქიაზე“ მდებარეობს, აქ მაცხოვრებლებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სახლში მისულს განმარტოებით სხვა პატარა სივრცეში მუშაობის სურვილი აქვს, შესაბამისად ამ კუთხითაც დიდი დატვირთვა გვაქვს“, - ამბობს მაკა ყუბუსიძე.