რას იძახებენ Glovo-ს საშუალებით ადამიანები ყველაზე ხშირად? - Bm.ge-მ ეს კითხვა კომპანია Glovo-ს თანადამფუძნებელ საშა მიქაუდს დაუსვა და როგორც გაირკვა, ყველაზე ხშირად მომხმარებლები სარესტორნო კერძებს უკვეთავენ.
„პროცენტულად ყველაზე მეტი შეკვეთა სარესტორნო საკვებზე შემოდის; ადამიანები დღეში სამჯერ სწორედ ამ მიზნით იყენებენ Glovo-ს; რეიტინგში რიგით მეორე, ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულის და მედიკამენტების შეკვეთაა. რეალურად, ჩვენ ევროპის, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის 23-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად ყველგან მომხმარებლები საკვებს იძახებენ, ქალაქებს შორის განსხვავება საკვების სახეობებშია და ხშირად ადგილობრივ კერძს ითხოვენ”, - აღნიშნა საშა მიქაუდმა.
მისი თქმით, „გლოვოს” გაცილებით ხშირად იყენებენ დიდ ქალაქებში, სადაც საშუალოდ თვეში სამჯერ მაინც იძახებენ მას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მზარდია.
„თუმცა ყველაზე ხშირი მომხმარებლები მაინც მთელს მსოფლიოში მილენიელთა თაობაა. Glovo-ს მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არაუმეტეს 25 წუთისა, ჩვენ მიგვაქვს ყველგან ყველაფერი ანუ იმ დროს, როდესაც კომპანიების უმეტესობა მიტანის სერვისის მიმართულებით აქცენტს უმეტესად საკვებზე აკეთებენ, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ყველაფერზე, იქნება ეს ყვავილების თაიგული, სუში, მობილურის დამტენი თუ საკვები, სწრაფად, მარტივად და იაფად მიგვაქვს ყველგან, ყველაფერი. ეს არის განსხვავება, რაც კონკურენტუნარიანს გვხდის ბაზარზე“, - განაცხადა Glovo-ს თანადამფუძნებელმა.
ცნობისთვის: Glovo-ს თანადამფუძნებელი საშა მიქაუდი 15 წელზე მეტია ინტერნეტ კომპანიების განვითარების მიმართულებით მუშაობს და რამდენიმე ციფრული ბიზნესის დამფუძნებელია; მათ შორის Latinred-ის, რომელიც შემდგომ StarMedia-მ იყიდა. 2015 წლიდან კი, 4 პარტნიორთან ერთად მსოფლიოში მიტანის სერვისის წამყვანი აპლიკაცია - GLOVO შექმნა. თავისი გამოცდილება მან Startup Grind-ის სტუმრებს თბილისში ვიზიტის ფარგლებში გაუზიარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი