მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს ექსპორტის მენეჯერთა კურსი? - სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" განმარტება

62755aa03baef
ალა ისპირიანი
06.05.22 23:25
1344
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებისთვის, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი იწყება.

როგორც "აწარმოე საქართველოს" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა მამუკელაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ამ კურსს ორი ძირითადი მისია აქვს: პირველი - ექსპორტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება და მეორე - ბიზნესის და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

„ბიზნეს განათლება ჩვენი სააგენტოსთვის პრიორიტეტულია. ამის ნათელი დასტურია ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი, რომელსაც როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ ფორმატი აქვს. კურსს ორი ძირითადი მისია აქვს: პირველია, რომ ექსპორტის მენეჯერების კვალიფიკაცია აამაღლოს და მეორე ბიზნესს, საზოგადოებას და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს კვალიფიციური კადრი მოუმზადოს, რომელიც საპორტო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი შედგება ექსპორტზე ორიენტირებული 15 მოდულისგან, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: საქონლის წარმოშობა, ხარისხის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო გაყიდვები, თავისუფალი შეთანხმებები და სხვა. გვიხარია, რომ ამ ყველაფერს დაემატა კორპორაციული მდგრადობის კომპონენტი, რაც ვფიქრობთ, დამატებით დაასტიმულირებს მწვანე პოლიტიკის ინტეგრირებას თითოეულ კომპანიაში და ყველა იმ სტანდარტს, რომელსაც ზოგადად ეს კონცეფცია მოიაზრებს.
თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა გარემოს დაცვით პრევენციული ღონისძიებები. ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს არამდგრადი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვაზიანებს, რადგან როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანური რესურსები ლიმიტირებულია. ამის შესახებ ცნობადობის გაზრდა უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია ჩვენ საერთაშორისო სტანდარტთან ახლოს ვიყოთ და ქართული საწარმოები საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდნენ. ეს ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება უფრო მეტად და თავდაჯერებულად ვიყოთ წარმოდგენილი საერთაშორისო და ლოკალურ ბაზრებზე, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით მუშაობა ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტის მაღლა აწევას ნიშნავს.

მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება და ამაში სააგენტოს თავისი მოკრძალებული წვლილი აქვს. რა თქმა უნდა, სააგენტო არ არის მარტო. მასთანაა ისეთ დონორი ორგანიზაციები, როგორიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელია.

ვცდილობთ, კურსისთვის მაქსიმალურად დივერსიფიცირებული კომპანიები შევარჩიოთ, რადგან ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალონ. ეს არის საკვები და სასმელი ინდუსტრია, საფეიქრო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ავეჯი, სათამაშოები, ბავშვის ტანსაცმელი, ახლა დავამატეთ კომბინირებული საკვები და ფრინველის დანამატები. მონაწილეთა რაოდენობა 25-ია. არ გვინდა კურსზე ამაზე მეტი იყოს, რადგან ხარისხს ვითვალისწინებთ. კურსზე მოთხოვნა მაღალია და ასევე კურსიდან კურსამდე მოთხოვნა იზრდება. ვამატებთ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო მეორე კურსსაც", - განაცხადა ნიკა მამუკელაშვილმა.