მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამა? - ღვინის სააგენტოში პასუხი ჯერ არ აქვთ

5ed615a515296
ინგა მურუსიძე
02.06.20 13:02
866
ღვინის ეროვნულ სააგენტოში მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამაზე ჯერ არ საუბრობენ. Bm.ge დაინტერესდა, იმ ინფორმაციის დეტალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა და რომელიც მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერას ეხებოდა.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის და კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე მზადებს იწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გუშინ გამართა. მათივე ცნობით, შეხვედრისას იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერის ნაბიჯებზე, რომლებიც მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

Bm.ge ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ რა სახის იქნება მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მეღვინეებმა მიიღონ ან რა მოლოდინები აქვთ სააგენტოში. „სამუშაო პროცესია, ჯერ მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერთან, საბოლოო დოკუმენტი არ გვაქვს და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, - აცხადებენ სააგენტოში.