მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება? - განმარტება

5e6b88a438249
ინგა მურუსიძე
13.03.20 17:29
8460
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის განმარტებით, მიმდინარე ოთხ თვეში დაგროვილი საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა კომპანიებს მოუწევთ 1 ნოემბრიდან.

როგორც მან განმარტა, შესაძლოა გადასახადები გადაიხადოს კომპანიამ ერთდროულად, მიმდინარე გადასახადთან ერთად, ან შედგენილი გრაფიკით, შესაძლებლობის მიხედვით.

„ამ ოთხ თვეზე სახელფასო დეკლარირების შედეგად დარიცხულ გადასახადებზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იძულებითი ღონისძიებები არ იქნება გათვალისწინებული. ეს არის საშეღავათო პერიოდი და გადახდის ვადა გადაიწევს 1 ნოემბრამდე, ხოლო ამ დრომდე არ მოეთხოვებათ ამ გადასახადის გადახდა. 1 ნოემბერს უკვე სრულად ვიხდით დაგროვილ გადასახადს, თუმცა შესაძლებელია განხილული იყოს ისეთი რეჟიმები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო გრაფიკებს. 1 ნოემბრიდან მოუწევთ საშეღავათო გადასახადების გადახდა. ანუ საუბარია იმაზე, რომ მარტი, აპრილი, მაისი, ივნისში დაგროვილი ქონების გადასახადებზე გადახდა გადავადდება 1 ნოემბრამდე. ისინი ასევე გადაიხდიან დაგროვილ და მიმდინარე გადასახადს“, - განაცხადა დგებუაძემ.