კოოპერაციით დაინტერესებულ ადამიანებს მივეცით საშუალება ისარგებლონ ყველა პროექტით, რომელსაც ახორციელებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა BMG-ის გადაცემა "საქმის კურსში" „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
„იმ გადაწყვეტილებით, რომლის შედეგადაც კოოპერაციის სააგენტო, აიპი პროექტების მართვის სააგენტო და ექსტენციის სააგენტო გავაერთიანეთ ერთ აიპ-ად, სოფლის მეურნეობის სააგენტოს სახით, კოოპერაციით დაინტერესებულ ადამიანებს მივეცით საშუალება ისარგებლონ შეღავათიანი მიდგომით და კოოპერაციის ჩამოყალიბების მექანიზმებით ყველა იმ პროექტით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ანუ მნიშვნელოვნად გაფართოვდა არეალი, სადაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა იმოქმედონ. ეს არის პრიორიტეტი. ეს არის თვისობრივად მეორე დიდი ნაბიჯი გადადგმული“, - განაცხადა ხანიშვილმა.
შეგახსენებთ, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. დაზუსტდა მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 30%-ის ნაცვლად 50%-ს, ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წახალისდეს დამატებით შენატანები და გაიზარდოს დაინტერესება ასოცირებულ წევრთა მხრიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის