მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს "აჭარა ჯგუფი" სახელმწიფოსგან? - ვალერი ჩეხერია

5e626bf774213
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 17:15
3752

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსმა პრობლემები მათაც შეუქმნა და ჯგუფის დანაკარგი 2 მლნ ლარამდე იქნება.

როგორც ჩეხერიამ აღნიშნა, მათი მოთხოვნა, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ჰოტელიერები დაესწრებია, მხოლოდ ქონების გადასახადის გადავადებას შეეხება.

"მარტი-აპრილი იქნება მძიმე ჩვენი სექტორისთვის, თუმცა იქნება აქტიური განხილვა სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ყოველთვის ისმენენ რა გვჭირდება. იმედი მაქვს, კომუნალური გადასახადები ჩვენთვის არ გახდება პრობლემა, მიუხედავად დიდი მოცულობით ჯავშნების გაუქმებისა. ჩვენ ასევე შევძლებთ შტატის შენარჩუნებას, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა იქნება გრძელვადიანი და გავუძლებთ ამ ორთვიან პერიოდს, თუმცა გარკვეულ თემებზე, ისეთი, როგორიც არის ქონების გადასახადის გადავადება, იქნება საუბარი, რადგან იმ ზარალის ასანაზღაურებლად რაც მოგვადგა, ვფიქრობთ, მხოლოდ ეს დაგვჭირდება", - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
bm.ge-ის კითხვაზე - მიმართავს თუ არა „აჭარა ჯგუფი“ ბანკებს გარკვეული შეღავათებისთვის, ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ კომუნიკაცია და მზაობა ბანჯების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არის.

"ბანკებთან 24 საათიანი კონსულტაციები გვაქვს. დღეს სესხების გადავადების აუცილებლობა არ გვაქვს, თუმცა ორივე მხრიდან ამისთვის მზაობ არის“, - აღნიშნა ჩეხერიამ.