26.აპრილი .2020 17:44

რას ითხოვს სამშენებლო სექტორი? - კალაძე ბიზნესის შეხვედრას პრემიერთან და სებ-თან აანონსებს

views 543
უკან

გასულ კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. როგორც თბილისის მერი ამბობს, ძირითადი პრობლემა რასაც სამშენებლო სექტორი ასახელებს, ბანკების მხრიდან მხარდაჭერაა, შესაბამისად, კალაძე მორიგ შეხვედრასაც აანონსებს, რომელსაც თბილისის მერთან ერთად პრემიერი, ბანკები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

“პრობლემები ექნება სამშენებლო სექტორსაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშენებლო სექტორი 10 000-მდე ადამიანს ასაქმებს და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ყველა დააზარალა პანდემიამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი. საუბრის თემა ეხებოდა ზოგადად ბანკების ჩართულობას, რომ ბანკებმა გარკვეულწილად იპოთეკების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადოს სამშენელო სექტორს. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც ასევე საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი მიიღებს მონაწილეობას”,-აცხადებს კალაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა