მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას იზამს მერია თუ "თბილისის მიკროავტობუსი" 300 მიკროავტობუსის ფულს ვერ გადაიხდის?

5e1ee04abd9ad
ინგა მურუსიძე
15.01.20 14:00
1247
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ 300 მიკროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რას იზამს მერია იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია „თბილსიის მიკროავტობუსი“ აღნიშნულ მიკროავტობუსებს ვერ გამოისყიდის.

„როცა კომპანიასთან დავდეთ მემორანდუმი, მაშინ მემორანდუმის ძირითადი პრინციპები გამომდინარეობდა კომპანიის ფინანსური პარამეტრებიდან, რომელიც დადასტურებული იყო აუდიტორული დასკვნით. აუდიტორულ დასკვნაში არსებული რეკომენდაციები გადატანილია მემორანდუმში და მას აქვს ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა. მერია და სამარშრუტო კომპანია აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ კომპანიას აქვს პოტენციალი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ფინანსური პოტენციალი და ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს ავტოპარკის განახლება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კომპანიას აუცილებლად ექნება ამის შესაძლებლობა, მაგრამ ვამბობთ, რომ მას აქვს პოტენციალი. თუ ასე მოხდება, კომპანია მოახდენს ამ მიკროავტობუსების გამოსყიდვას, ხოლო თუ ასე არ მოხდა და კომპანიას არ ექნა ფული, რომ გამოისყიდოს მიკროავტობუსები, ვერც ვერაფერს ვერ გამოისყიდის, მაგრამ პრიორიოტეტი არის, რომ მგზავრებს მივცეთ კომფორტული გადააგილების საშუალება“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ვერ გამოისყიდის მიკროავტობუსებს, გადავა თუ არა ისინი მერიის მფლობელობაში, ხმალაძე პასუხობს, რომ ასე ვერ მოხდება, ვინაიდან მგზავრების გადაადგილების შესახებ ნებართვა ეკუთვნის კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“, 2030 წლამდე. ვიცე-მერი ამბბობს, რომ მერია აღნიშნულ ხელშეკრულებას არ და ვერ გააუქმებს.

„რაც შეეხება იმას, რომ თუკი კომპანიას ჩვენს მიერ დაწესებული ტარიფი არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თავად მოახდინოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება და ასევე რადგან არ გვინდა, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზარდოს. კომპანიას რა რესურსიც ექნება, იმას მერია დაიბრუნებს და რისი რესურსიც არ ექნება, იმას ვერ დაიბრუნებს, თუმცა ამის მიუხედავად, მიკროავტობუსების ჩანაცვლება გაგრძელდება. დამატებით გამოვყოფთ თანხებს და ვიყიდით დამატებით მიკროავტობუსებს. ფულს აქვს ორი წყარო, ბიუჯეტი და ტარიფის მომატება, ვინაიდან ტარიფის მომატება არ გვინდა, ვიღაცამ უნდა დაასუბსიდიროს ეს. ვინმე რომ გვჩუქნიდეს 300 მილიონ ლარს ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ არის და მოქალაქეებს ამ მიკროავტობუსებით ვერ ვატარებთ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, ტენდერი 300 მიკროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში განხორციელდება.