30.ივლისი .2021 19:35

რას მოიცავს „აწარმოე საქართველო“ ბიზნესის ხელშეწყობის ახალი მექანიზმები

რას მოიცავს „აწარმოე საქართველო“ ბიზნესის ხელშეწყობის ახალი მექანიზმები
views 432
უკან

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 30 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ იმსჯელეს.

ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.

მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: „ბიზნეს უნივერსალი,“ რომელიც გულისხმობს ერთდროულად წვდომის შესაძლებლობას სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების მიმართულებებზე, ასევე „ბიზნესექსპორტი & იმპორტის ჩანაცვლება“, რომლის საშუალებით ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეები ისარგებლებენ როგორც ხელმისაწვდომი და დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსით, ასევე სპეციალური გრანტით და „ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების პროგრამა“, რაც უზრუნველყოფს ეკო და აგრო ტურისტული ობიექტების განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, მარკეტინგული მხარდაჭერის გზით.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესომბუდსმენი, ტურიზმის ადმინისტრაციის, USAID-ის, დარგობრივი ასოციაციებისა და კლასტერების 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა