მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიტანს თამბაქოზე საკანონმდებლო ინიციატივები? - ნიკა ნანუაშვილის განმარტება

60c1f46c13864
ლიკა გურაბანიძე
10.06.21 22:31
978
საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ საქართველოს პარლამენტისთვის თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი საკანონმდებლო წინადადების წარდგენაზე კომენტირებისას BAG-ის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა გადაცემაში “საქმიან დილა” განაცხადა, რომ ცვლილებებიდან მიღებული შედეგები ბიზნესებს ბაზარზე ოპერირებაში დაეხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწევს.

“ბოლო ცვლილება თამბაქოს შესახებ კანონში 2019 წელს განხორციელდა და ის გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის ბაზარზე დაშვებას ეხებოდა, მაშინ ეს ცვლილებები იმ დათქმით განხორციელდა, რომ ევროკავშირის 2014 წლის შესაბამისი დირექტივა თამბაქოს ნაწარმის შესახებ მალევე შეიცვლებოდა. ჩვენმა კანონმდებელმა ევროკავშირის კანონმდებლობას ერთგვარად გადაასწრო იმ იმედით, რომ ამ ცვლილებების განხორციელება შემდგომ აღარ მოუწევდათ. თუმცა ევროკავშირში ცვლილებების პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და შესაბამისი დირექტივა ჯერ არ შეცვლილა. იქ ისევ ფიქრობენ, თამბაქოს ნაწარმს როგორ მიუდგნენ. შედეგად, ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის ბაზარზე გახურებული თამბაქოს დახლზე განთავსება და რეალიზება სხვა წესებით ხდება და ჩვენთან სხვა წესებით.

რაში მდგომარეობს ჩვენი წინადადების არსი? პირველი ეს სტანდარტიზებულ შეფუთვას და ეტიკეტირებას კერძოდ კი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის პიქტოგრამის გარეშე განთავსებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ბაზარზე მოთხოვნა, რომ თამბაქო პიქტოგრამით უნდა იყოს განთავსებული ბუნებრივია მწარმოებელს კითხვას უჩენს რამდენად უღირს ბაზარზე ყოფნა და ხომ არ დატოვოს ბაზარი?” - აღნიშნა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რაც სტანდარტიზებულ შეფუთვას ეხება, ნიკა ნანუაშვილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საკმაოდ დიდ და სერიოზულ ნაწილს ეს დღემდე არ შემოუღიათ, რაც კომპანიებს ბაზარზე ოპერირებას უმარტივებს.

“იმ ქვეყნებში სადაც სტანდარტიზებულ შეფუთვა შემოიღეს აანალიზებენ, რომ ამას არსებითი ცვლილება არ მოუტანია, რადგან ტრადიციული თამბაქოს ნაწარმი პრაქტიკულად ისედაც სტანდარტიზებული შეფუთვით არის და ეს ბევრს არაფერს ცვლის. შედეგად, მწარმოებელს საწარმოო პროცესების გადაწყობა თავიდან უწევს, რასაც ბუნებრივია ბაზარზე და ამ პროდუქციის რეალიზაციიდან ბიუჯეტში შემოსულ შემოსავლებზე გარკვეული გავლენა ექნება.

ნანუაშვილის თქმითვე, საკანონმდებლო წინადადების წესს, მიმდინარე თვეში ჯანდაცვის კომიტეტი განსახილველად გამოიტანს და იქ გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა ამ საკანონმდებლო წინადადების გადაქცევა საკანონმდებლო ინიციატივად.” - განმარტა BAG-ის იურიდიულმა დირექტორმა.

ცნობისთვის, დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის თვალსაზრისით არსებულ რეგულაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს სიგარეტის ალტერნატიული და არაწვადი პროდუქტების მიმართ, ვიდრე ამას ევროდირექტივა ითვალისწინებს. წარდგენილი ნორმის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებული რეგულირება იმოქმედებს თამბაქოს ახალი თაობის პროდუქტების ბაზარზე განთავსების და რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც ამჟამად ჩვეულებრივი სიგარეტის ანალოგიურია. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას, რომელიც არაწვადი და ალტერნატიული პროდუქტების მეშვეობით თამბაქოს ჯანმრთელობის ტვირთის შემცირებას ისახავს მიზნად.