მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს Escrow ანგარიში მშენებლობაში და ვისთვის იქნება მისი გამოყენება სავალდებულო?

5ecf7c010074c
ინგა მურუსიძე
28.05.20 13:00
1938

მთავრობა დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიშის დანერგვის ხელშეწყობას გეგმავს, - ამის შესახებ ანტიკრიზისულ გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მშენებლობას და დეველოპმენტს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლიდან, ამოქმედდება სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20% - ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება.

ვალდებულება შეეხება:

იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელიც SARAS - ის მიხედვით კლასიფიცირდება 1-ელ და მე-2 კატეგორიის კომპანიებად 

იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელთანაც სახელმწიფო გააფორმებს შესყიდვის ხელშეკრულებას

Escrow ანგარიშის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება მცირე დეველოპერებისათვის

ეროვნული ბანკი გააუქმებს Escrow ანგარიშზე 6-თვიანი ვადის შეზღუდვას

„Escrow-ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მშენებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. დღეს, როცა მშენებელი ყიდულობს სესხის საშუალებით უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და ის თავის მხრივ სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შეიძლება დადგეს რისკის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა. Escrow ანგარიშის მოქმედების შემდეგ თანხა ინახება იქ და მშენებელს მშენებლობის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხის გამოყენება. ეს არის სისტემური ნაბიჯი, რომელიც მრავალ ევროპულ ქვეყანაში არის იმპლემენტირებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.