მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი? – დიმიტრი ბანკანაშვილი

62b32d62c4d3e
BM.GE
22.06.22 18:53
556
ფერმერი დიმიტრი ბანკანაშვილი წლებია აგრომეურნეობას მისდევს და შიდა ქართლში მარცვლოვანი კულტურები და სხვადასხვა სახეობის ხილი მოჰყავს. ამბობს, რომ ბუნებასთან დიდმა ბაბუამ დააახლოვა და სოფლის მეურნეობისადმი ინტერესიც მანვე გაუღვივა. „ფეხი, ფაქტობრივად, მის გაშენებულ ბაღში ავიდგი“, – ამბობს დიმიტრი და იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში ცდილობდა მისი დიდი ბაბუა, აგრომეურნეობაში პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტებისთვის მიეგნო.
მაშინ, როდესაც დიმიტრიმ თავად მიჰყო ხელი აგრომეურნეობას, უკვე კარგად იცოდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხი აუწყო ცვლილებებს და რამდენად მარტივია, დაძლიო გამოწვევები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობა და საკუთარი საქმიანობის მასთან ერთად განვითარება.

დიმიტრი ბანკანაშვილი „აგროსფეროს“ როლზე მისი მეურნეობის განვითარებაში და რჩევა თანამედროვე ფერმერებს:


აგროსფერო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორია. ის 18 წელზე მეტია პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე პროდუქციითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს, ეხმარება მათ დანერგვაში და უწევს პროფესიულ კონსულტაციას.

(R)