Translive-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ჯღარკავა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტავს, რას ნიშნავს და რა მოჰყვება ლოგისტიკის ინდუსტრიის გაციფრულებას.
მისი თქმით, ეს პროცესის ეფექტურ მართვას ნიშნავს, რაშიც მათ შორის დროის დაზოგვა და მომსახურების გამჭვირვალობა შედის.
„ეს ციფრული ხელსაწყოებით პროცესის გაცილებით ეფექტურად მართვას ნიშნავს. ეს ნიშნავს, ძვირფასი რესურსი - დრო დავზოგოთ. ჩვენს მომხმარებლებს ლოჯისტიკის გაციფრულებით იმის საშუალება ეძლევათ, რომ მათი თანამშრომლებით, იგივე რესურსით გაცილებით მეტი მოახერხონ. დაზოგონ ისეთ ძვირფასი დრო, რომელიც მაგალითად 1000 მეილის გადაგზავნაში იხარჯება.
ასევე ამას მოჰყვება პროცესის სრული ხედვა. რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ მომენტში პლატფორმის საშუალებით ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაინახოს, რომელი ტვირთი სად არის - რომელია დატვირთვაზე, რომელი იცვლება და ა.შ.
გაციფრულების მესამე პლუსი ის არის, რომ პლატფორმა და ნებისმიერი ციფრული ხელსაწყო კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებას იძლევა. ჩვენ 2 000 -მდე ავტომობილი და 500-ზე მეტი პარტნიორი გადამზიდავი კომპანია გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შეკვეთაზე შეგვიძლია ამდენ გადამზიდავს და მანქანას მივწვდეთ და კონკრეტული შეკვეთის შესახებ გავაგებინოთ, რაც დღეს კლასიკური მეთოდით ფაქტობრივად შეუძლებელია - ერთი ან რამდენიმე ადამიანი ყველასთან, ყველა შეკვეთაზე ვერ დარეკავს“, - განაცხადა გიორგი ჯღარკავამ.
შეგახსენებთ, რომ Translive-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს ლოგისტიკის დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების ციფრულ გადაწყვეტას სთავაზობს . Translive-ის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი ხედვა, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებელია შეუზღუდავი წვდომა აქტუალური მარშრუტების საბაზრო ფასებზე.
პლატფორმა, "ბენე ჯგუფის", "კაიროს ლოჯისტიკის" და "ლემონდუ ბიზნესის" მიერ შეიქმნა და ახლა მას 168 კლიენტი კომპანია, 2 000-მდე ავტომობილით 570 გადამზიდავი ჰყავს. კომპანიის გასული წლის ბრუნვამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი