მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს მომსახურების ერთიანი ტარიფი? - “პროკრედიტ ბანკის” დირექტორი

605623a25f247
ლიკა გურაბანიძე
20.03.21 22:30
908

“ერთიანი მომსახურების ტარიფი ყველა მომსახურებას აერთიანებს, რაც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება დასჭირდეს", - ამის შესახებ “პროკრედიტ ბანკის” დირექტორმა გრიგოლ სალიაშვილმა განაცხადა.

“მომსახურებაში შედის უფასო გადარიცვხები ლარში ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი ოდენობით; ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან საქართველოში თანხის განაღდება 5-ჯერ უფასოა. მოხმარებელმა ზუსტად იცის რა მომსახურების შემთხვევაში და ოპერაციის შემთხვევაში რა სახის ხარჯი ექნება”, - განმარტა სალიაშვილმა.

ასევე როგორც ბანკის დირექტორმა "საქმიან დილაში" აღნიშნა, კომპანია მუდმივად მომხმარებელზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ, ონლაინ მომსახურების განვითარება მნიშვნელოვანია.

“ონლაინ მოსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მარტივი უნდა იყოს, რასაც ბანკი მის მომხმარებელს სთავაზობს და ეს მომსახურება დაცულად და უსაფრთხოდ უნდა მივიღოთ. ეს ნდობის ფაქტორს ქმნის, რაც პარტნიორული ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია.

რამდენიმე წელია ბანკის განვითარებისთვის ციფრულ მომსახურებაზე ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს ბანკში ვიზიტი არ მოუწიოთ და ჩვენი ბანკის მომსახურება ონლაინ მიიღონ. პანდემიამ გაციფრულების პროექტი დააჩქარა, თუმცა ნებისმიერი ცვლილება გამოწვევების გარეშე არ არსებობს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით. ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ მომხმარებელმა მომსახურება მარტივად და სწრაფად მიიღოს", - აღნიშნა სალიაშვილმა.