მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს პანდემია და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ საქართველოში? - გამყრელიძის განმარტება

5e691b56af013
თამთა ჯიჯავაძე
11.03.20 21:03
26096
პანდემიის განსაზღვრება გახლავთ ის, რომ ვირუსის დიდი რაოდენობით შემთხვევები არის ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ TV „პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 10 დღის წინ გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა, "ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ რეჟიმები, კარანტინები, თვითიზოლაცია, საავადმყოფოების მზადყოფნა, იგივე ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვები და ა.შ". 

„პანდემიის დროს უკვე შენი ქვეყნის გადასაწყვეტია, ის გეუბნება, რომ უკვე პანდემიაა. შენ ყველა ქვეყნიდან საფრთხე გაქვს. დღეს ჩვენ დიდი მსჯელობა გვქონდა, იცით, რომ კარანტინში გადაგვყავს დღევანდელი კანონმდებლობით ყველა ადამიანი შემოსული ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან. ავტომატურად.. მას სიცხე აქვს, თუ არ აქვს, ის გადადის საკარანტინო სივრცეში...

ახლა  სერიოზული მსჯელობაა იმაზე, რომ ეს გაფართოვდეს უკვე. დღეიდან ჩვენმა სამსახურებმა მისცეს რეკომენდაცია საზღვარს, შემოსავლების სამსახურის სანიტარულ სამსახურს, რომ უკვე გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს ერჩიოს და რეკომენდაცია მიეცეს თვითიზოლაციის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის სამი სცენარი არის მზად.