მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს პოლიტიკაში ბიზნესმენების მოსვლა? - მამუკა ხაზარაძის პასუხი

5f676a4124cc8
თათია კაკიაშვილი
20.09.20 19:20
1433
„ყველაფერი სასწორზე დავდეთ და ვთქვით, რომ ბიზნესის გადარჩენაზე კი არ არის საუბარი, არამედ ქვეყნის გადარჩენაზეა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “ფორბს კვირაში” საუბრისას განაცხადა. ასე უპასუხა მან შეკითხვას, რა გზავნილია პოლიტიკაში ბიზნესმენების მოსვლა.

ხაზარაძის თქმით, მისი პოლიტიკაში წასვლა იმ მიზეზით არ იყო განპირობებული, რომ საკუთარი ბიზნესი გადაერჩინა, სხვა შემთხვევაში ის არა „ლელოს“ ლიდერად, არამედ - მმართველ პარტიაში მოგვევლინებოდა.

„ბიზნესის დაცვა ოპოზიციაში არ ხდება, დაცვა ხდება, როდესაც პოზიციაში მიდიხარ. შესაბამისად, ამის „დალაგებას“, რაც საქართველოში ბიზნესსა და პოლიტიკას შორის წლების განმავლობაში გრძელდება, წელს არჩევნებზე წერტილი უნდა დავუსვათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე სხვა ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლის მოტივაციად ბიზნესის მიმართ იმავე განცდას ასახელებს, რა გამოცდილებაც თავად შეექმნა. მისი თქმით, ყველა იმ ბიზნესს, რომელიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურია, პრობლემა შეექმნა.

„ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, მათთან სახელმწიფოს მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება არ არის: თუ ბიზნესმენები სხვა პარტიებს უჭერენ მხარს, მმართველი პარტიისთვის უკვე მტრებად ყალიბდებიან, რაც ძალიან მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.