მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას "გუგლავენ" ქართველები ყველაზე ხშირად?

5fa9a042f064b
მადონა გასანოვა
10.11.20 00:10
2026
Google-ის საძიებო სისტემის მეშვეობით, ქართველები ყოველდღიურად, საშუალოდ, 2 მილიონ სიტყვას ეძებენ. 2020 წელს ყველაზე პოპულარული საძიებო თემების სია მოიცავდა: კორონავირუსსა და Worldometers-ს (ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ვეცნობით კოვიდის ყოველდღიურ სტატისტიკას), ასევე, ონლაინ შეხვედრებს (საძიებო ტერმინები, როგორიცაა Zoom, Teams და ა.შ), ამინდს, სერიალებსა და ფილმებს, თამაშებს, სპორტსა და აზარტულ თამაშებს, სესხებსა და TikTok-ს.

"Google-ი უპირობო ლიდერია საძიებო სისტემათა შორის, რომელსაც ქართველთა 95%-ი იყენებს. მას მოსდევს yandex.com, youtube.com, booking.com და mail.ru,“ – აცხადებს მერაბ გოცირიძე, AdvertWise-ის ციფრული ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი.

საინტერესოა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, youtube.com და booking.com საძიებო სისტემებად გარდაიქმნებიან. როგორც გოცირიძემ განმარტა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს, საკუთარ კითხვებზე პასუხი ვიდეოებიდან მიიღოს. სწორედ ეს განაპირობებს youtube.com-ის, როგორც საძიებო სისტემის, მზარდ პოპულარობას.

გოცირიძის თქმით, არჩევნები, ყარაბაღის კონფლიქტი, სერიალები, ჩემპიონთა ლიგა, "მთავარი არხი", iPhone 12 და Enterprise Georgia - ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები იყო 2020 წლის ოქტომბერში.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ოქტომბერში "გირჩის" თანადამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე იყო ყველაზე ხშირად ძებნადი ქართველი პოლიტიკოსი. მას მოჰყვა გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური პარტიის სტრატეგიის აღმაშენებლის დამფუძნებელი და ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი და აღმასრულებელი მდივანი. მათ მოსდევდნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია.

პოლიტიკურ კატეგორიაში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს (31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი) ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები იყო არჩევნები 2020, ცესკო, "მთავარი არხი" და "რუსთავი 2".
სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები Google trends-ისა და Google keyword-ის მონაცემებს ეყრდნობა.