30.ოქტომბერი .2020 19:40

რას საქმიანობს კომპანია Legi, რომელმაც საქართველოში 10 მლნ ევრომდე ინვესტიცია ჩადო

რას საქმიანობს კომპანია Legi, რომელმაც საქართველოში 10 მლნ ევრომდე ინვესტიცია ჩადო
views 546
უკან

ბეტონის ნაკთობების მწარმოებელი კომპანია Legi-მ უკრაინული ინვესტიციით, პირველი საწარმო ქობულეთში 2011 წელს გახსნა, ხოლო ბიზნესის გაფართოებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსით და პროგრამა „აწარმო საქართველოში“ მხარდაჭერით, 2019 წლის გაზაფხულზე თბილისში ახალი გერმანული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო აამოქმედა.

ორივე საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა, ჯამში, 10 მლნ ევრომდეა.  

დღეს კომპანია როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ბეტონის, ეკოლოგიურად სუფთა მოსაპირკეთებელი ფილებით, ტროტუარებისა და გზებისთვის განკუთვნილი ბორდიურებითა, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ფილებით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს.

როგორც Legi-ს დირექტორი ლეონიდ იზეკი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, კომპანიის პროდუქციისადმი ინტერესი როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო დამკვეთების მხრიდან საკმაოდ მაღალია.

„ჩვენ სრულად მოვიცავით დასავლეთ საქართველო, კონრეტულად კი - ზღვისპირეთი. იქ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში ვმონაწილეობდით, როგორიცაა ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ფოთის და ბათუმის ტერმინალები, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი, 2019 წლიდან თბილისში ავამოქმედეთ საწარმო და აქაც ინტერესი საკმაოდ მაღალია. Legi-ს მოსაპირკეთებელი ფილებით თბილისის თითქმის ყველა რაიონში არსებული სკვერებია გაფორმებული. ეს რაც შეეხება სახელმწიფო პროექტებში ჩვენს მონაწილებას, თუმცა დღეს უკვე კერძო შეკვეთები შესამჩნევად გაზრდილია. ფაქტობრივად, შეკვეთების 70% კერძო შეკვეთებზე მოდის, ხოლო 30% სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე“, - განაცადა ლეონიდ ეზიკმა.

Legi-ს დირექტორი ამბობს, რომ კომპანიამ ქართული ბაზრისთვის ახალი ინოვაციური პროდუქტის ე.წ. Colormix-ის ფილების წარმოება დაიწყო, რაც ეზოების, ტროტუარების, ქუჩების გასაფორმებლად ფართოდ გამოიყენება. 

„თუ ადრე ტროტუარებისა და გზების დაგება მხოლოდ ბეტონ ასფალტით შეიძლებოდა, დღეს ამის გაკეთება მდგრადი, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა ფილებით არის შესაძლებელი, ისე რომ ეს ვიზუალურადაც ლამაზი იყოს. Colormix-ი სწორედ ამას გულისხმობს - ეს არის განსხვავებული ზომის, ფორმის და შერეული ფერის ფილები, რომლითაც დიზაინერებს და არქიტექტორებს შეუძლიათ გზების, ეზოების, ტროტუარების გაფორმება”, - აღნიშნა მან.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Legi თბილისში აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერებთან და მათ ხარისხიან, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ სამშენებლო ბლოკებს აწვდის.

ლეონიდ ეზიკი საქართველოში არსებულ კონკურენტულ გარემოზეც საუბრობს იქნება ეს მშენებლობა, თუ გზების მოპირკეთება და აცხადებს, რომ კომპანია კონკურენტული ფასის მიუხედავად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ხარისხს ანიჭებს.

უკრაინელი ინვესტორი აცხადებს, რომ ქობულეთის და თბილისის შემდეგ კომპანია საწარმოს გახსნას ქუთაისში 2021 წელს გეგმავს, რაც გაზრდის როგორც წარმოებას, ასევე სამუშაო ადგილებს, შედეგად კი, Legi თავისი ნაწარმით სრულიად საქართველოს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა