უკვე მეორე წელია, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემადგენლობაში არსებობს სსიპ-ი, რომელიც მთავრობამ ანაკლიის ღმრმაწყლოვანი პორტის მონიტორინგისთვის შექმნა.
BMG-იმ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ეს უწყება იმისთვის, რათა პორტი აშენდეს.
წარმოგიდგენთ სამინისტროს პასუხებს:
1. რას საქმიანობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო?
სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო შეიქმნა მთავრობის 2017 წლის 23 მარტის დადგენილებით და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
2017 წლის 6 ოქტომბერის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოზე კონტროლის განმახორციელებელი უწყება გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიზანია:
• საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში – საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის განხორციელება.
• საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, მათ შორის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კოორდინაცია და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი. შესაბამისად, სააგენტოს სტრატეგია ან პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება არ ხდება. მისი საქმიანობის საგანი, ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.
3. რატომ არ არის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში საჯარო?
სააგენტოს ანგარიშგება სამინისტროს წინაშე ხდება საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საინვესტიციო შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს, სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშები სამინისტროს მიმართ ვერ იქნება საჯარო ინფორმაცია.
4. ვინ არის სააგენტოს ხელმძღვანელი? რამდენი ადამიანი მუშაობს მასში?
სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არის დავით ჯავახაძე. სააგენტოში დასაქმებულია 9 ადამიანი (მათ შორის, არამუდმივი და დამხმარე ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული პირები).
5. რა არის სააგენტოს ბიუჯეტი და როგორია მისი ათვისების მაჩვენებელი?
სააგენტოს ხარჯის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიებისთვის გადახდილი თანხა. ტექნიკური და იურიდიული პროფილის საკონსულტაციო კომპანიები სააგენტოს ეხმარებიან ინვესტორის მიერ წარმოდგენილი კვლევების/სამუშაოების შეფასებაში და საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენაში.
2017 წელი: საწყისი ბიუჯეტი 1,540,000 ლარი, დაკორექტირებული ბიუჯეტი 727,270 ლარი, ათვისების მაჩვენებელი 596,200 ლარი;
2018 წელი: საწყისი ბიუჯეტი 2,500,000 ლარი, დაკორექტირებული ბიუჯეტი 649,000 ლარი, ათვისების მაჩვენებელი 603,010 ლარი;
სახელფასო და საკონსულტაციო ხარჯი:
2017 წელი: სახელფასო ხარჯი 57,947 ლარი, საკონსულტაციო ხარჯები 527,122 ლარი;
2018 წელი: სახელფასო ხარჯი 199,632 ლარი, საკონსულტაციო ხარჯი 399,473 ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი