31.ოქტომბერი .2020 00:25

რას შეცვლიდა პრემიერის მრჩეველი ბოლო რვაწლიან მმართველობაში?

რას შეცვლიდა პრემიერის მრჩეველი ბოლო რვაწლიან მმართველობაში?
views 273
უკან

რას შეცვლიდა პრემიერის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი ბოლო რვაწლიან მმართველობაში? – ამ კითხვას პასუხი ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას გასცა.

„მე, ბექა ლილუაშვილს, შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებები გამეკეთებინა ცოტა მოგვიანებით, ცოტა უფრო ადრე. გიდასტურებთ, რომ რაღაც მინიმალური უხეშობები შეიძლება ყოფილიყო”, – აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის მერყეობამ უფრო მეტი ზიანი მოუტანა ეკონომიკას, ვიდრე მდგრადობა.

„მე ვთვლი, და ეს არის ჩემი შეფასება პერსონალურად, რომ ქართული ოცნების პირობებში ყველაზე კარგი ინდიკატორი რამაც გვაჩვენა, რომ სისტემური მდგრადობა შეიძინა ეკონომიკამ, ეს არის მაგალითად Fitch-ის, Moody's-ის და S&P-ის გადაწყვეტილება რეიტინგის გაუმჯობესებაზე. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც არ ითვალისწინებენ არანაირ გარემოებას გარდა სისტემური მდგრადობისა, თითოეულ ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნება, რომ სისტემური მდგრადობის ნაწილში, მაკროეკონომიკური მდგრადობის ნაწილში, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში, მისი შედეგიანობის ნაწილში არის პროგრესი და აღნიშნავენ ღიად, რომ არის დარჩენილი გარკვეული გამოწვევები, მაგალითად ვალის მაჩვენებელი”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: ბექა ლილუაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ხვალ, 20:00 საათზე BMG-ის ციფრულ არხზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა