მთავრობის ადმინისტრაციამ ორშაბათს მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, უახლოეს მომავალში დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მისო-ებს შორის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღების უფლება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ.
კანონპროექტის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი არველაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, “კრისტალი” ერთ-ერთია იმ მისოთაგან, რომელიც ამ ახალი სტატუსის მიღებას გეგმავს. კანონპროექტის თანახმად, მიკრობანკის სტატუსის მისაღებად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მინიმუმ 10 მილიონი ლარის კაპიტალი ესაჭიროებათ, რაც საბანკო ლიცენზიის დროს მოთხოვნილ კაპიტალზე ხუთჯერ ნაკლებია.
გიორგი არველაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელი ჩარჩო თავად ამ სფეროს განვითარებას ზღუდავდა, რადგანაც მისო-ების წარმატებული კლიენტები გარკვეულ მოცულობამდე გაზრდის შემდგომ კომერციულ ბანკებში გადადიან, მიკრობანკის სტატუსის მიღების შემდეგ კი მათ წარმატებულ კლიენტებთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათთვის ანგარიშების და დეპოზიტების გახსნა, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების დამტკიცება შეეძლებათ.
“მიკროსაფინანსო ბაზრის ერთ-ერთი შემაფერხებელია ის რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს. რესურსის მოზიდვის სიძვირის გარდა, განსაზღვრულია იმ პროდუქტების სია, რაც მომხმარებლებს შეიძლება შესთავაზოს. მაგალითად, არ შეუძლია მომხმარებლისგან მიიღოს დეპოზიტი ან გაუხსნას ანგარიში, მხოლოდ 100,000 ლარამდე სესხის გაცემა შეუძლია; რომ წარმოიდგინოთ, წლების განმავლობაში როდესაც ააწყობ ურთიერთობას შენ მომხმარებელთან და ეს მომხმარებელი არის წარმატებული და იზრდება და ძალიანაც რომ უნდოდეს თქვენთან დარჩენა, მიდის ბანკში, რადგან განვითარების სხვა ეტაპზე გადადის. ზუსტად ეს კანონი პასუხობს ამ გამოწვევას და საშუალებას აძლევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ გარდაიქმნას მიკრობანკად და ბევრად უფრო დიდი მასშტაბირება გააკეთოს თავის საქმიანობის.
იდეა არის ის, რომ მიკრობანკი იყოს ბანკსა და მისოს შორის. თუკი ბანკის კაპიტალის მოთხოვნაა 50 მილიონი ლარი, მიკრობანკზე არის 10 მილიონი ლარი. "კრისტალის" მაგალითზე, ჩვენთან 60-65 მილიონი ლარია კაპიტალიზაცია.
მიკრობანკს შეუძლია მოიზიდოს დეპოზიტები იმ ზღვარამდე, რაც არის დაზღვეული დეპოზიტების დაზვევის სააგენტოს მიერ. ამ ეტაპისთვის ესაა 15 ათასი ლარი და მომავალში ეს შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
საფინანსო ბაზარზე შეიცვლება ის, რომ მიკრობანკისთვის ბევრად უფრო გრძელვადიანია კლიენტი. მისოში რაც არ უნდა ერთგული კლიენტი იყოს, მას მაინც უწევს სხვაგან სიარული და მაგალითად, ანგარიშის სხვაგან გახსნა, ხოლო მიკრობანკს უკვე შეეძლება, რომ მოmხმარებელმა თავისი ყოველდღიურობა მიაბას მიკრობანკს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რადგანაც კლიენტის შენარჩუნება გახდება შესაძლებელი,” - განაცხადა გიორგი არველაძემ.
2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათ შორის უმსხვილესია “კრისტალი”, რომელსაც 410.5 მილიონი ლარის აქტივები გააჩნია. მთლიანობაში 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1.64 მილიარდი ლარია, ხოლო მათი საკრედიტო პორტფელი 1.39 მილიარდია. ამ სესხებს შორის 690 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე; 270 მილიონი სამომხმარებლო სესხებზე; ვაჭრობის დაფინანსების სესხებზე 228 მილიონი; სოფლის მეურნეობაზე კი 128 მილიონი ლარი მოდის.
2022 წელი მიკროსაფინანსო სექტორმა ჯამურად 28.5 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი