მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის საბანკო რეგულაციების შერბილება - "ბანკების ასოციაციის" პასუხი

5dff0cd09b97a
თელარა გელანტია
22.12.19 12:00
1868
„რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სესხს, მაგრამ ეს არ იქნება კარდინალური ცვლილება, რომელიც ციფრებს მკვეთრად შეცვლის“, - ეს განცხადება bm.ge-ისთან საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში დაანონსებული იმ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მომავალი წლის მარტიდან არსებული 4 საშემოსავლო კატეგორია განახევრდება.

„ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ ესაა შემსუბუქება იმ რეგულაციის, ეს არაა რადიკალური ცვლილება; ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრის გზა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი მიიღებს სესხს, მაგრამ ეს არ იქნება კარდინალური ცვლილება, რომელიც ციფრებს მკვეთრად შეცვლის. როგორც უკვე პრაქტიკამ აჩვენა, უფრო მეტად სესხის მომართვიანობაზე პრობლემა ჰქონდა იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ჰქონდა არსებული სესხი ანუ იმატებდა ან რაღაცა სახის რესტრუქტურიზაციას ითხოვდა და ამ შემთხვევაში იყო ყველაზე მეტი პრობლემა გრადაციასთან დაკავშირებით. ასევე პრობლემა იყო თითოეულ სახელფასო ჭრაში ორი კოეფიციენტის არსებობა - ვთქვათ, დაგრძელვადიანებულის და მიმდინარე სესხის, ესეც გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა”, - განაცხადა ძნელაძემ.

bm.ge-ის კითხვაზე - არის თუ არა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში შერბილებაში გარკვეულწილად 9%-მდე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის წვლილიც, რათა შვება მისცენ ეკონომიკას, რომლის ზრდის ტემპის შენელებაც ლოგიკურად გარდაუვალია, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აღნიშნული ცვლილების დაანონსებას უამრავი მხარე აქვს.

“არ მინდა, მხოლოდ ერთი კომპონენტით შემოვიფარგლოთ. როგორც ვფიქრობდი, რომ აღნიშნული რეგულაცია არის გადაჭარბებული ზომა, დღესაც იგივენაირად მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეგულაცია იქნებოდა თუ არ იქნებოდა, შეიძლება ცოტა უფრო თავისუფალი ყოფილიყო ბაზარი, მაგრამ არ იქნებოდა ცალსახად იგივე შედეგები, რაც 2018 წელს იყო. რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან მიიღებს ზიანს ეკონომიკა. აუცილებლად შემცირდება ეკონომიკური ზრდა, რადგან ეს სტანდარტია, ამიტომ ესეც არის ის, რომ რაღაცა შეღავათები უნდა იყოს, მაგრამ ამ რეგულაციის ცვლილება ვერ იქნება ისეთი მამოტივირებელი ცვლილება, რომელიც უფრო დიდ გასაქანს მისცემს, რომ ვთქვათ შეივსოს ის წნეხი, რასაც გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი შექმნის”, - აღნიშნა ძნელაძემ.