მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის სამშენებლო სექტორისთვის მერიაში ახალი სსიპ-ის - ურბანული სამსახურის შექმნა?

5e2e816eeb8f6
ინგა მურუსიძე
27.01.20 11:00
1636
თბილისის მერიამ სსიპ ურბანული სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მსგავსი სახის სამსახური წინა ხელისუფლების დროს უკვე არსებობდა, თუმცა დავით ნარმანიას თბილისის მერობის დროს გაუქმდა.

bm.ge დაინტერესდა, რატომ დადგა დღის წესრიგში ახალი სსიპ-ის შექმნა და გაზრდის თუ არა ის "ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურეობის დანერგვა ღირებულებას?!

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმდინარე არსებული საშტატო ნუსხის რიცხოვნობას წარმოადგენს 40 ადამიანი. სსიპ ურბანული სამსახურის შექმნის ფარგლებში დაგეგმილია რიცხოვნობის 60 თანამშრომლამდე გაზრდა. მოხელეთა ოდენობის ზრდა გამოწვეულია მაღალი მომსახურეობის და საკითხის სწრაფად გავლის მიზნით. სსიპ-ის შემთხვევაში, ერთი განაცხადით მოხდება მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება - ერთი ფანჯრის პრინციპით. აღარ დადგება საჭიროება სხვა სამსახურებისთვის ცაკლე მიმართვისა. დღეის მდგომარეობით, არსებული საქმის წარმოების ვადები შენარჩუნდება და უფასო იქნება, ხოლო მალევე ამოქმედდება დაჩქარებული სერვისი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერები შეძლებენ საფასურის გადახდის შემდგომ საკითხის დაჩქარებას", - განუცხადა bm.ge-ის ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ებანოიძემ განუცხადა.

რაც შეეხება კითხვას - არსებული სამსახურის გაუქმება და ახლა ისევ თავიდან მისი დაარსება რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ურბანული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ყველა დროს თავისი გამოწვევა აქვს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2006-2007 წლებში სამსახურს ერქვა სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური. შემდგომ 2007 წელს გადაერქვა სახელი და გახდა ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური (აქ მოიაზრება არქიტექტურაც, უბრალოდ სახელწოდება შეეცვალა სამსახურს). 2008 წელს ისევ შეეცვალა სამსახურს სახელწოდება და გახდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან მშენებლებს და დევლოპერებს თბილისის მერიის სსიპ ურბანული სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახრება.