მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს მომხმარებელს „ლუკა პოლარეს“ ახალი აპლიკაცია?

614cc6facd868
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 22:20
696
კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარემ“ მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლითაც მომხმარებელს ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთა დისტანციურად შეუძლია.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, რომ აპლიკაცია, გარდა „გზიდან შეკვეთის ფუნქციისა“, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ისარგებლოს დაგროვების ბარათით, გაეცნოს სიახლეებს და კომპანიისგან მიიღოს საინტერესო შეთავაზებები.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაზე მუშაობა იდეის გაჩენიდან 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის სატესტო რეჟიმში ზაფხულში ჩაეშვა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მათი პროდუქტის შეძენის დისტანციური ფორმის მიმართ მზარდია.

„აპლიკაცია ჩვენი მხრიდან ერთგვარი პასუხი და ადაპტაციაა არსებულ რეალობასთან. აპლიკაციის იდეა დიდი ხანი მუშავდებოდა, თუმცა დააჩქარა და მკვეთრად განსაზღვრა პანდემიურმა სიტუაციამ.

აპლიკაციის გამოყენებით, სტუმარს აღარ უწევს ფილიალში ლოდინი, რითაც შევამცირებთ სტუმრების დაყოვნების დროს და ხალხის რაოდენობას შიდა სივრცეში. ამით ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვასრულებთ პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესებაში.

კომპანიამ დროულად შეძლო ყველა სხვა მიმართულებით ბიზნესის გადაწყობა და ადაპტაცია ახალ რეალობასთან და გვეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი პირველები ვიქნებით ბაზარზე“, - ამბობს „ლუკა პოლარეს“ დირექტორი თეა თაბაგარი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მათი პროდუქტი გზიდან შეუკვეთოს, მიუთითოს მისთვის სასურველი დამზადების დრო და აირჩიოს სასურველი ფილიალი. სტუმრებს მითითებულ დროსა და შერჩეულ ფილიალში პროდუქტი გამზადებული დახვდებათ.

„აპლიკაცია ჩვენსა და ჩვენი სტუმრების ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. დიდი ხანი ვიმუშავეთ აპლიკაციის ყველა დეტალზე, იმისთვის რომ ყველა ოპერაცია მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო“, - აღნიშნავს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.

დღეისთვის აპლიკაცია როგორც როგორც iOS , ასევე Android სისტემის სმარტფონებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ცნობისთვის: "ლუკა პოლარე"მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 12 ფილიალით, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში - 1.