საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, კერძო სექტორთან მჭიდრო მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.
როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის.
მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და მათ მასპინძელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმართა და დახმარება შესთავაზა უფასო ცხელი ხაზის მეშვეობით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში! ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება