მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს საქართველოს ბანკი ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით მომხმარებლებს?

601934165f366
ლიკა გურაბანიძე
07.02.21 12:00
1059

გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად ბანკის მხრიდან ეს პროდუქტი ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის საპასუხო ნაბიჯიცაა.

საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა, ამის საპასუხოდ ბანკმა პარტნიორებთან ერთად გადაწყვიტა, რომ მათზე მორგებული საინტერესო პროდუქტი შეეთავაზებინა.

“ეს პროდუქტი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ის გაძვირებული ტარიფების ფონზე უფრო რენტაბელური გახდა. მომხმარებელს შეუძლია, რომ ამ სისტემის ინსტალაციისთვის აღებული კრედიტი დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში გადაიხადოს და ამავდროულად გარემოზე ზრუნვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სისტემა დიდ დანახარჯებს აღარ საჭიროებს და გამომუშავებულ ელექტროენერგიას მცირე დანახარჯებითაც მიიღებს. დაახლოებით 5-დან 6 წლამდეა საჭირო, იმ კრედიტის დასაფარად, რომლის საშუალებითაც მზის ელექტროსადგური დაინსტალირდება.” - განმარტა მასურაშვილმა.

"მზის სახლის" გენერალური მენეჯერი ლევან კობახიძე აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის გამო კომპანიებისთვის მზის სისტემების გამოყენება რენტაბელურია.

“ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია მზის სისტემა დაამონტაჟოს და მისგან გამომუშავებული ენერგიით უზრუნველყოს მომხმარებლების დაკმაყოფილება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესებს, რომ 5-6 წლის განმავლობაში არსებული ტარიფის მიხედვით იხადოს, ხოლო 20-25 წლის განმავლობაში უფასო ელექტროენერგია მიიღოს.

ტექნოლოგია დახვეწილია და მზად არის, რომ ამ სისტემების დამონტაჟება უმოკლეს ვადებში მოხდეს. ბიზნესმა სისტემების ხარისხი უნდა გაითვალისწინოს, რათა გრძელვადიანი გამომუშავება იყოს უზრუნველყოფილი.” - აღნიშნა კობახიძემ.