მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უკავშირებენ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას? - არჩილ გაჩეჩილაძის პასუხი

628e605c59622
მარიამ ადამია
25.05.22 23:41
2769
ლარი დოლართან მიმართებით, 25 მაისის ვაჭრობის შედეგად ისევ გამყარდა. 0.70-იანი გამყარების შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8598 ლარი გახდა.

რას უკავშირდება ლარის ბოლოდროინდელი გამყარება? - ეს კითხვა BMG-იმ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს დაუსვა. გაჩეჩილაძის თქმით, დოლარის შემოდინებები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც საკმაოდ დადებითია, შესაბამისად აღინიშნება ლარის კურსის გამყარებაც.

ინფორმაციისთვის, 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.18 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0488 ლარი გახდა. 1.64-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა. რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.24 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.55 თეთრი გახდა. გუშინ ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვის მიზნით, 2022 წლის პირველი აუქციონი ჩაატარა და $10 მილიონი დოლარი შეისყიდა.