მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უკავშირებს ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ინვესტიციების კლებას?

5dce8ce9613b4
ანუკა ჯოხაძე
15.11.19 15:29
1151
“ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა ან ინიციატივა განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ ქვეყანაში კანონის უზენაისობა ფეხქვეშ არის გათელილი”- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ჯაფარიძე ქვეყანაში ინვესტიციის ნაკლებობას ქვეყნის სასამართლო სისტემის გაუმართაობას უკავშირებს. მისი თქმით, ინვესტორებს ქვეყნის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული, რადგან არ იციან ესა თუ ის ინიციატივა, რა მიზნით არის გატარებული.

“დღეს რაც ჩვენს ქვეყანაში პროკურატურაში, სასამართლოში ხდება და რასაც ინვესტორი ხედავს ბოლო წლებია, ცხადია, რა ნდობაზე უნდა იყოს საუბარი ქვეყნის მიმართ. იმიტომაც გვაქვს ასეთი კატასტროფული კლება ინვესტიციების. ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე არა მხოლოდ გარედან, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ინვესტორი, რომელიც გარკვეული არ არის, თუ რას ემსახურება მთავრობის ინიციატივა, ის თავს შეიკავებს რაიმე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, შესაბამისად, ფულის დაბანდებისგანაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ინვესტიციების კლება. რაც იწვევს იმას, რომ სამუშაო ადგილების შექმნა არ ხდება და რაც ყველაზე მთავარია, ინვესტიცია მხოლოდ ფული არ არის. ინვესტიციას მოაქვს ტექნოლოგია, ცოდნა, კულტურა ბიზნესის კეთების. ამიტომ არის, რომ უცხოური ინვესტიციების წახალისება არ არის მხოლოდ ფინანსური თანხების შემოდინება”-აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.