მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უკავშირებს „თიბისი“ რეკორდულად მაღალ განთავსებებს ფასიან ქაღალდებში? - გოგა თხელიძე

61cc5c6ebd8ea
ინგა მურუსიძე
29.12.21 23:20
944
TBC-ს, გენერალური დირექტორის მოადგილე, გოგა თხელიძე 2021 წელს ფასიან ქაღალდებში რეკორდულად მაღალ განთავსებებზე საუბრობს. საკითხზე მან BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველაზე მეტი მოცულობები, რაც საქართველოდან განთავსდა, იყო თიბისი კაპიტალის მიერ მილიონ 200 ათასამდე ობლიგაციები. ასევე, $1 მლრდ-ის მოცულობის იყო სახელმწიფოს და დიდი სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოშვებული ევროობლიგაციები, რითაც „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად შეძლო საპროცენტო ხარჯის განახევრება, რასაც იხდიდა. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა - ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სესხის კაპიტალის ბაზრებზე, ამას ემატება ჩვენი რეიტინგი და საქართველოში ინვესტირების კომფორტიც.

ჩვენი ფაქტორი რომ გვერდზე არ გადავწიოთ, რკინიგზის ბონდზე ჩვენ და JP Morgan-ი ერთობლივი წინადადებით შევედით "საქართველოს რკინიგზასთან", რომ ეს მანდატი განგვეხორციელებინა. საქართველოში საკმაოდ აქტიური და ძლიერი მოთხოვნა გვქონდა ამ ბონდების შესყიდვის. საქართველოში ორი განთავსება გვქონდა - ეს იყო „ლისი“ და „ნიკორა“, იყო ასევე რამდენიმე კერძო განთავსება, რაც საჯარო არ გამხდარა და თანხობრივად დაახლოებით 250 მლნ-ია“, - თქვა გოგა თხელიძემ.

გოგა თხელიძემ მომდევნო წლის მოლოდინების განსაზღვრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ განახლებებს გაუსვა ხაზი.

„არანაირად არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი პროგნოზები იქნება 100%-იანი, თუმცა საინტერესო მიგნებაა ვალუტის კურსთან მიმართებაში. როცა კურსი იყო მაღალი, ოთარ ნადარაია მუდმივად იმეორებდა, რომ კურსი აუცილებლად გამყარდებოდა, ფაქტია, რომ ეს ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ლირაც საკმაოდ დიდ ვოლატილობას განიცდის, ლარი საკმაოდ მყარდება, გაამართლა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმაც“, - თქვა გოგა თხელიძემ.