საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2 დღის წინ, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან გასულ წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უკვე მომზადებულია სტრატეგიის პროექტიც, რომლითაც “რეფორმის” წარმართვა განიხილება. ამდროისთვის ცნობილია, რომ რეფორმა გულისხმობს ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.
საჯაროდ ამ პროექტთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ იანვარში გაკეთდა და ითქვა, რომ საქართველო შექმნიდა სპეციალურ ფინანსურ ზონებს გონიოსა და თბილისის ზღვის მახლობლად, სადაც უცხოური კომპანიები თავიანთ წარმომადგენლობებს გახსნიდნენ.
რას შეიძლება გულისხმობდეს სპეციალური ფინანსური ზონის სტატუსი? - ამ კითხვაზე თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ თქვა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც საგადასახადო ისე ადმინისტრირების კუთხით, წამახალისებელი ნაბიჯია, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში იმ კომპანიების ოპერაციების გადმოტანის შესაძლებლობას მოგვცემს, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოს სხვა ქვეყანას ამჯობინებენ.
„დიდი ალბათობით, იმ კონცეფციის შემუშავება, რომელიც შემდგომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინფრასტრუქტურის შექმნაში უნდა გარდაიქმნას, საწყის ეტაპზეა.
ერთ-ერთი მთავარია, რომ მათთვის ოპერირება ძალიან მარტივი, გასაგები და აღსაქმელი იყოს. ნებისმიერი დიდი კომპანია სასამართლოს სისტემით ინტერესდება. დავების შემთხვევაში მათი წარმოება როგორ ხდება ა.შ. ჩემი აზრით, ეს უფრო მთლიანად ქვეყნის მიმართულებით გეზის შეცვლის ან განმტკიცების საკითხია, ვიდრე კონკრეტულ ლოკაციაზე რაღაცის გაკეთება.
ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წამახალისებელი ნაბიჯებია, როგორც საგადასახადო ისე ადმინისტრირების კუთხით, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლებლობას მოგვცემს იმ კომპანიების ოპერაციები გადმოვიტანოთ ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს სხვა ქვეყანას ამჯობინებენ", - ამბობს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო