13.ოქტომბერი .2019 10:15

რას უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს მთავრობამ საარჩევნო 2020 წელს? – Fitch-ის რეკომენდაცია

views 263
უკან

„ჩვენს პროგნოზში უკვე გვაქვს ასახული ის რეალობა, რომ ფისკალური დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს. რჩევა იქნება პრუდენციული ფისკალური პოლიტიკის გატარება და შენარჩუნება“, - ასე პასუხობს „ანალიტიკა“-ს Fitch Ratings-ის მაკროეკონომიკური განყოფილების დირექტორი მარინა სტეფანი.

Fitch Ratings-ის ანალიტიკოსის თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს პერსპექტივა შეიძლება გაუარესდეს, თუ არ შესრულდება სამი მთავარი პირობა - არ უნდა გაიზარდოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი და მკვეთრად არ უნდა გაუარესედეს შიდა თუ გარე პოლიტიკური ვითარება.

„აქ ვგულისხმობთ, როგორც პოლიტიკურ ვითარებას, ისე ეკონომიკური ზრდის შენელებასაც“, - აზუსტებს „ანალიტიკასთან“ მარინა სტეფანი.

Fitch-ს IMF-ის ჩართულობის იმედიც აქვს.

„ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობაც დაგვეხმარება, რადგან IMF-ის პროგრამაც სწორედ ამ ტიპის დისციპლინაზეა ორიენტირებული“, - ამბობს მარინა სტეფანი „ანალიტიკასთან“.

Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციას საქართველომ წელს ოქტომბერში უმასპინძლა. ამ კონფერენციაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა