მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – ეკონომიკური კალენდარი

5fbb5356aaaf3
თამთა ჯიჯავაძე
23.11.20 08:30
505
მიმდინარე კვირას საფონდო ბირჟებზე გავლენას კვლავ შეინარჩუნებს გასულ კვირას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებული პოზიტიური ცნობები. Moderna-ს და Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინების ეფექტურობის შესახებ განცხადებებმა საფონდო ინდექსების ზრდა გამოიწვია. ორივე ვაქცინა მზადაა აშშ-ის ავტორიზაციის მიღებისთვის და მომდევნო კვირებში უკვე დისტრიბუციისთვის.

თუმცა, მიმდინარე კვირას კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რასაც ბუნებრივია გავლენა აქვს ლოქდაუნებზე. მით უმეტეს რომ ამერიკის ცალკეულ რეგიონებსა და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, მათი მოხსნა კი ინფიცირების მაჩვენებლების კლების ტენდენციების მიხედვით იქნება მოსალოდნელი.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელსაც ამ კვირაში უნდა ველოდოთ: აშშ-ში მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ასევე ელოდებიან მესამე კვარტლის მშპ-ს მონაცემების გასაჯაროებას. საინტერესო იქნება უმუშევართა განახლებული რაოდენობა, სავაჭრო ბალანსი, საცხოვრებელი სახლების გაყიდვების მაჩვენებელი და მომხმარებელთა მხარჯველუნარიანობას განახლებული მონაცემებიც.

მიმდინარე კვირას ასევე ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოვლენა ე.წ შავი პარასკევი იქნება, როდესაც გაყიდვების მაჩვენებელი მატულობს, რაც ბუნებრივია, ეკონომიკაზე დადებით გავლენას ახდენს.

რაც შეეხება ევროპას, დღეს გამოაქვეყნებენ ბიზნეს აქტიურობის მაჩვენებლებს. გერმანიასა და საფრანგეთში ელოდებიან მესამე კვარტლის მშპ-ს მონაცემებს. იტალიაში კი სავაჭრო ბალანსს ოქტომბრის თვის მიხედვით ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

კვლავ აქტუალურია ბრექსითის შემდგომი შეთანხმების მიღწევაც ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის, რომელზეც დისკუსიები ამ კვირაშიც გაგრძელდება.