საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ როდესაც მსოფლიო ტურიზმი აღდგენას დაიწყებს, საქართველო დადებით მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
"მსოფლიოში ტურიზმის სექტორში შემცირება 93%-ით არის მოსალოდნელი. საქართველოს 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემით, 1.54 მლნ ადამიანი ესტუმრა, მაშინ როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 6.32 მლნ ადამიანს შეადგენდა. ვიზიტორთა კლება 77.93%-ს შეადგენს და წლის ბოლომდე ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი 70% იქნება. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი როლი უკავია. 2019 წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოდინებული თანხები 3 მლრდ 300 მლნ იყო. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 2 მლრდ 300 მლნ-ით ნაკლები იქნება.
თუ 2021 წელს ტურიზმის სრულად აღდგენას არ ველოდებით, 2022 წლის განმავლობაში, მდგომარეობის დასტაბილურების შემთხვევაში, საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლების სრულად აღდგენის მოლოდინი გვაქვს. პანდემიის მეორე ტალღამ რიგი ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა კვლავ გამოიწვია და აღნიშნული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანას შეეხო", – განაცხადა ძნელაძემ.
მისივე თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია მეორე ტალღის გადავლის პროცესი და ის, თუ რა შეზღუდვები დაწესდება წლის ბოლომდე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა