მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ურჩევს ამირან გამყრელიძე covid-პაციენტებს, რომლებიც სახლებში მკურნალობენ

5f9817121fbb0
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 16:54
977
"პანიკას არ უნდა მივეცეთ" - ამ რჩევას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმ პაციენტებს აძლევს, რომლებიც სახლში ან კოვიდ-სასტუმროებში გადიან მკურნალობას.

ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თრომბოემბოლიით და გულის გაჩერებით კოვიდ-ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების გარდაცვალებას 2 შემთხვევას შეეხებოდა.

„პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, ეს ორი და თითოეული გარდაცვალების შემთხვევა, რაც გვაქვს, ტრაგედიაა, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. პანდემიების და ეპიდემიების დროს, სამწუხაროდ, არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანია ჯანმრთელდება.

ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაცინეტების დარჩენა და ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელი გარკვეულად საშუალო სირთული პაციენტის დატოვება, თუ ის სხვა რისკ ჯგუფს არ განეკუთვნება, რასაც ექიმი წყვეტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ თრომბოემბოლიური გართულება დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და როგორც ძალზედ იშვიათ შემთხვევაში, ამას ადგილი ჰქონდა.