07.მარტი .2020 00:10

რას ურჩევს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს

views 448
უკან

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზარალის შემდეგ აღდგენით გეგმებსა და ნაბიჯებში ტურიზმი პრიორიტეტად მიიჩნიოს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეპიდემიების გამო, ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, შესაბამისად, მსოფლიო ტურიზმის სააგენტომ გადახედა 2020 წლის პროგნოზებს საერთაშორისო მოგზაურობებთან დაკავშირებით. ეს თანხებში დაახლოებით 30-50 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს გულისხმობს.

კორონავირუსის აფეთქებამდე კი, მსოფლიო ტურიზმის სააგენტო მიმდინარე წელს ტურიზმის 3-4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

როგორც ორგანიზაცია ვარაუდობს, აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდება ამ კუთხით, ვინაიდან საერთაშორისო ტურიტების ჩამოსვლები 9-12%-ით შემცირდა.