მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ურჩევს თურქეთის ელჩი საქართველოში თურქ ინვესტორებს?

60218b5ceb096
თამთა ჯიჯავაძე
09.02.21 00:20
1479
თურქულ ბიზნესებს ვურჩევ, ნუ ჩამოხვალთ საქართველოში მოკლევადიანი მოგების მისაღებად, ჩამოდით გრძელვადიანი ბიზნესის საკეთებლად, იყავით გრძელვადიანი ინვესტორები, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია თუ თურქი ინვესტორები საქართველოში იქნებიან გრძელვადიანი სავაჭრო პარტნიორები, რომელთა მიზნებიც ერთობლივი წარმოებები და მესამე ბაზრებზე გასვლა იქნება.

„ასეთი შემთხვევები არის. მინახავს კარგი მაგალითები, თუმცა, მინახავს იმედგაცრუებებიც და ამის მიზეზი არასწორი პარტნიორები, არასწორი საინვესტიციო მოდელებია“, - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ბიზნესგარემოზე საუბრისას კი თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე პრობლემა, „რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ინვესტორებთან, საქართველოს მთავრობასთან და ბიზნეს სექტორთან“. მისი თქმით, ეს ეხება უფრო მეტი ნდობის საჭიროებას თურქული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.

„მათ მეტი პოტენციალი აქვთ აქ მუშაობის, თუმცა, ჯერ ეს არ ხდება. კიდევ ერთი საკითხია რეგიონული სტრატეგიის შემუშავება ცალკეული სექტორებისთვის, მაგალითად ლოგისტიკა. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ტრანზიტზე უფრო მეტი - სავაჭრო ჰაბი. როგორ გავაკეთოთ ეს? ამისთვის გვჭირდება ერთობლივი სტრატეგია. ეს ორივე მხარისთვის იქნება მომგებიანი გამოსავალი“, - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და IT მიმართულებით.