მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რას ველოდით და რა გვაქვს" - რა გავლენა მოახდინა საბანკო რეგულაციებმა ბაზარზე?

5d6f851ed558e
BM.GE
04.09.19 13:32
1267
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს იმავე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას აჯამებს. კობა გვენეტაძე 7 თვის მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს დღეს არსებულ მდგომარეობას.

“მოდი შევხედოთ, რას ველოდით და რა გვაქვს: თუ შევხედავთ, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის მაჩვენებელს(მონაცემებს გაძლევთ ფიქსირებული კურსით), ზრდის მაჩვენებლი ქვეყანაში არის 13,7%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. წინა წლების მაღალი ზრდის დასტაბილურებაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამ წესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნამდვილად. რა ტენდენციები გამოიკვეთა:

- შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა ზომიერად შენელდა და საკრედიტო პირობები გაუმჯობესდა. ამავე დროს შემცირდა დოლარიზაცია.

- იურიდიული პირების დაკრედიტების წლიური ტემპი იმატებს

- ცალსახად პოზიტიურია ლარის იპოთეკური სესხების ზრდის მაჩვენებლი

მაშინ როდესაც 13.7%-ით იზრდება პორტფელი, კორპორატიულ სექტორში გვაქვს 18%-იანი ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესში გვაქვს 19%-იანი ზრდა და საცალო პროდუქტებში, ასევე ბიზნეს სესხებში 7,7%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ხშირად არის ხოლმე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს წესი სამშენებლო სექტორზე, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თუ შევხედავთ საცალო პროდუქტებს, წლიური ზრდა იყო საკმაოდ კარგი, პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავაბელი იყო იპოთეკური სესხები. წლიური ზრდა იყო 24,4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ლარშია საკმაოდ კარგი ზრდა, რაც ასევე მოწყვალობას ამცირებს.

საინტერესოა, შევხედოთ, როგორ ხდება სეგმენტების მიხედვით გადანაწილება. თუ ამ სამ კომპონენტს ავიღებთ: კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესი და საცალო - არის ტენდენცია მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდის, ხოლო საცალოსა და კორპორატიულის შემცირების, თუმცა, ზომიერად. ანუ ის რესურსები, რომლებიც შესაძლებელი გახდა, რომ სხვა მხრივ მიმართულიყო, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისკენ წარიმართა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

იგივე სამშენებლო სექტორი, ბოლო ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კონტრიბუტორი იყო, რაც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი გააჯანსაღა.ზრდა არის საკმაოდ კარგი და მისი კონსტრიბუციაც ეკონომიკურ ზრდაში გრძელდება”,- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღება გაჭირდა, რამაც როგორც ბიზნესის ნაწილი აცხადებს შეამცირა განვადებები, ასევე მკვეთრი გავლენა მოახდინა ბინების გაყიდვაზე და ის მკვეთრად შეამცირა.