მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით აშშ-ში? - TOP-10 პროდუქტი

5efed46425a2a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.20 10:00
971
საქართველოდან ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2020 წლის იანვარ-მაისში 4.0%-ით შემცირდა და 894.0 მლნ დოლარი შეადგინა, რომლის 80.1% უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი ქვეყნების ათეულში აღნიშნულ პერიოდში 3.9%-იანი წილით აშშ-ში შედიოდა, სადაც ექსპორტის განხორციელების შედეგად ქვეყანამ 34.6 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.1%-ით არის შემცირებული და შედეგად, აშშ ტოპ ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მე-7 ადგილზეა.

საქართველოდან აშშ-ში გატანილი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში უდიდესი წილი ფეროშენადნობებს უკავია, ხოლო TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

1. ფეროშენადნობები - 28.8 მლნ დოლარი, 26 588 ტონა;
2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1.6 მლნ დოლარი, 1 783.9 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.2 მლნ დოლარი, 237 387 ლიტრი;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 874.3 ათასი დოლარი, 631.6 ტონა;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 762.2 ათასი დოლარი, 943 015 ლიტრი;
6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 208.5 ათასი დოლარი, 342 638 ლიტრი;
7. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 118.9 ათასი დოლარი, 60.1 ტონა;
8. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 107.9 ათასი დოლარი, 33.8 ტონა;
9. პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 103.4 ათასი დოლარი, 1.3 ტონა;
10. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 79.9 ათასი დოლარი, 53.0 ტონა.

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 627.4 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, აშშ-ში ექსპორტის განმახორციელებელი კომპანიების უმსხვილესი კომპანიების ათეული ასეთია: შპს არომაპროდუქტი; "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; შპს ჯორჯიან მანგანეზი; სს თელავის ღვინის მარანი; სს წყალი მარგებელი; შპს თელედა; შპს რუსთავის ფოლადი; შპს ლაკი; შპს არესემ კორპ; შპს გლენბერის.