მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ ირანში - TOP-10 პროდუქტი

5e579ad767c60
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.20 14:45
2136
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ ირანთან საჰაერო საზღვარი დაიკეტა. გუშინ კი, ამ ქვეყანასთან სახმელეთო გზით მიმოსვლაც შეწყდა.bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო ირანისგან.

როგორც ირკვევა, 2019 წელს ირანიდან ექსპორტი შემცირდა და 71.2 მლნ დოლარი (2018 წელი - 74.1 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო იმპორტი 187 მლნ დოლარამდე გაზიარდა (2018- 177.7 მლნ დოლარი).

რა გაყიდა საქართველომ 2019 წელს ირანში - TOP-10 საქონელი

1. ფეროშენადნობები - 14.4 მლნ დოლარი (2018 წელი - 4.8 მლნ დოლარი);
2. ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 12.3 მლნ დოლარი (2018 წელი - 33.9 მლნ დოლარი);
3. ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 11.6 მლნ დოლარი (2018 წელი - 12.7 მლნ დოლარი);
4. მონოძაფები სინთეზური - 6.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 6.1 მლნ დოლარი);
5. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.5 მლნ დოლარი);
6. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 471.4 ათასი დოლარი);
7. ჭურჭელი მინისა - 1.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 121.1 ათასი დოლარი);
8. ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - 1.2 მლნ დოლარი (2018 წელი - 220.7 ათასი დოლარი);
9. სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 1.1 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.9 მლნ დოლარი);
10. პოლიამიდები პირველადი ფორმებით - 1.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.2 მლნ დოლარი).

ცნობისთვის: 2019 წელს საქართველოდან ირანში ექსპორტს ახორციელებდნენ: შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; შპს გულფ ექსპორტი; შპს ჯი თი ემ გრუპ; შპს მეტალოლამი; შპს ბლექ სი ფარს; შპს სილქ ინვესტი; შპს საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ; შპს რაშ 2015 ქუთაისი თიზ; შპს OSIAS; შპს ანგელი.

რა იყიდა საქართველომ ირანისგან 2019 წელს - TOP-10 საქონელი

1. ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 49.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 36.6 მლნ დოლარი);
2. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოჭიქურებული - 19.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 21.2 მლნ დოლარი);
3. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 11.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 10.9 მლნ დოლარი);
4. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 10.1 მლნ დოლარი (2018 წელი - 4.1 მლნ დოლარი);
5. მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 7.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 6.8 მლნ დოლარი);
6. კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 6.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 4.5 მლნ დოლარი);
7. წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 5.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 4.9 მლნ დოლარი);
8. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 5.4 მლნ დოლარი (2018 წელი - 16.5 მლნ დოლარი);
9. ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდი და პეროქსიდები - 3.4 მლნ დოლარი (2018 წელი - 2.9 მლნ დოლარი);
10. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 2.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 2.9 მლნ დოლარი).

რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2020 წლის იანვარში საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით 23.5%-ით შემცირდა და 14.7 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში ირანიდან ექსპორტი შემცირდა და 3.2 მლნ დოლარი (2019 წ. იანვარი - 5.6 მლნ დოლარი) შეადგინა; შემცირებულია იმპორტიც 11.5 მლნ დოლარამდე (2019 წ. იანვარი - 13.6 მლნ დოლარი).