მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით და ვყიდულობთ ისრაელში? - 2020 წელს სავაჭრო ბრუნვა 18.7%-ით გაიზარდა

609bbae1b4661
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 15:28
1313
2020 წელს საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 18.7%-ით გაიზარდა და 33 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორთან ექსპორტის მოცულობა იმპორტს აღემატება და ამასთანავე, თუ გასულ პანდემიურ წელს ისრაელიდან საქონლის იმპორტი 13.2%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 48.7%-ით 21.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება უმსხვილეს სავაჭრო საქონელს, რომელსაც საქართველო ისრაელში ყიდის - საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტზე საფრენი აპარატების ნაწილები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები და რადიოსატელეფონო და რადიომაუწყებლობის აპარატურა გავიტანეთ.

TOP-10 საექსპორტო პროდუქტი:

1. საფრენი აპარატების ნაწილები - 8.4 მლნ დოლარი;
2. სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.8 მლნ დოლარი;
3. რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა - 1.3 მლნ დოლარი;
4. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 1.2 მლნ დოლარი;
5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - 1.1 მლნ დოლარი;
6. ლუდი - 1.0 მლნ დოლარი;
7. მინერალური და მტკნარი წყლები - 989.6 ათასი დოლარი;
8. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 744 ათასი დოლარი;
9. მცენარეული წვენები და ექსტრაქტები - 552 ათასი დოლარი;
10. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - 482.5 ათასი დოლარი.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს ისრაელიდან იმპორტი მცირედით შემცირდა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 11.7 მლნ დოლარი გავიდა.

TOP-10 საიმპორტო პროდუქტი:

1. სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1.0 მლნ დოლარი;
2. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 730.7 ათასი დოლარი;
3. ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 678.4 ათასი დოლარი;
4. საშუალებები თმებისათვის - 619.4 ათასი დოლარი;
5. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 582.3 ათასი დოლარი;
6. მსუბუქი ავტომობილები - 476.7 ათასი დოლარი;
7. ალუმინის სხვა ნაწარმი - 444.7 ათასი დოლარი;
8. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 346.7 ათასი დოლარი;
9. ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებების ნაწარმი - 306.1 ათასი დოლარი;
10. ხელის ინსტრუმენტების საცვლელი მუშა ინსტრუმენტები - 301.6 ათასი დოლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე, 2021 წლის პირველ კვარტალში ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დიდად არ შეცვლილა და ჯამში 7.2 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი - 4.6 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი - 2.6 მლნ დოლარი.