მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით ევროკავშირში? - ანგარიში გამოქვეყნდა

610fcc6e5ed2f
ინგა მურუსიძე
08.08.21 18:05
824
2016-2020 წლებში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის დასახელება გაზრდილია, თუმცა უცვლელია საექსპორტო დანიშნულების ქვეყნების ჩამონათვალი. ამის შესახებ წერია ანგარიშში „სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივად მოამზადეს.

ანგარიშის თანახმად, ნაჭუჭგაცლილი თხილის (45%), ნაჭუჭგაუცლელი თხილის (2%) და თხილის ფქვილის (2%) ექსპორტმა ერთობლივად შეადგინა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარი, 49%. სხვა მნიშვნელოვანი ექსპორტირებული პროდუქტებია ღვინის სპირტი (13%), ღვინო (12%), მინერალურ წყლები (10%), დამუშავებული არაქისი (4%), და ჯემები (2%). სხვა დანარჩენი პროდუქციის ერთობლივი წილი მთლიან ექსპორტში შეადგენდა 9%.

„თხილი მნიშვნელოვანი კულტურაა, როგორც უცხოური ვალუტის გენერირების კუთხით, ასევე დასაქმების, მცირე ფერმერების შემოსავლების და მთლიან შიდა პროდუქტში წვლილის შეტანის მხრივ. თხილის სექტორს წლების განმავლობაში (2008-2020) მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სახელმწიფომ და დონორმა ორგანიზაციებმა. მთლიანმა დახმარებამ შეადგინა, დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი.

მხარდაჭერის ღონისძიებები მოიცავდა თხილის ახალი ბაღების გაშენებას, თხილის გადამამუშავებელი საწარმოების და შესანახი საწყობების ინფრასტრუქტურის განვითარების თანადაფინანსებას და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას. აგრეთვე, 2017 წლიდან ყოველ წელს, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები მნიშვნელოვან მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებენ აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგოდ“, - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, საქართველოდან სასოფლის სამეურნეო პროდუქციის და სურსათის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - გერმანია (23%), ლიტვა (14%), იტალია (16%) და საფრანგეთი (14%).