2019 წელს საქართველოსა - გაერთიანებულ სამეფოს შორის საგარეო ვაჭრობა 17.6%-ით გაიზარდა და 145.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს 119.6 მლნ დოლარი იყო.
BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 51.0%-იანი ზრდა ფიქსირდება ექსპორტში, ხოლო იმპორტის ზრდამ გასულ წელს 6.9% შეადგინა. შესაბამისად 2019 წელს გაერთიანებულ სამეფოში 35.2 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ(2018 წელი 17.2 მლნ დოლარი), ხოლო 109.9 მლნ დოლარის საქონელი ვიყიდეთ (2018 წელი - 102.3 მლნ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება: 2017წ. – 111.9 მლნ დოლარი; 2018 წელი - 119.6 მლნ დოლარი; 2019 წელი - 145.0 მლნ დოლარი.
რა გავყიდეთ 2019 წელს გაერთიანებულ სამეფოში:
1. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 5.5 მლნ დოლარი;
2. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4.7 მლნ დოლარი;
3. ფეროშენადნობები - 3.4 მლნ დოლარი;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.8 მლნ დოლარი;
5. სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 2.4 მლნ დოლარი;
6. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელებ - 1.7 მლნ დოლარი;
7. ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები - 1.4 მლნ დოლარი;
8. ტყვია დაუმუშავებელი - 858.0 ათასი დოლარი;
9. მანგანუმის ოქსიდები - 857.0 ათასი დოლარი;
10. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 636.4 ათასი დოლარი.
2019 წლის განმავლობაში საქონლის ექსპორტს გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით, შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ: შპს თეგეტა მოტორსი; შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია; შპს ჯორჯიან მანგანეზი; შპს ზდ ნავთობის კომპანია; შპს ეარფლეინ ტექნიკს; სს რუსთავის აზოტი; შპს ელ თე ნი გადამამუშავებელი; შპს ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალი საქართველოში; შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო; შპს სილქ ინვესტი.
რა ვიყიდეთ გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან, ტოპ 10 საქონელი:
1. მსუბუქი ავტომობილები - 29.8 მლნ დოლარი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 9.9 მლნ დოლარი;
3. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 6.2 მლნ დოლარი;
4. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 5.3 მლნ დოლარი;
5. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 5.2 მლნ დოლარი;
6. სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 2.5 მლნ დოლარი;
7. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 2.0 მლნ დოლარი;
8. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა -1.9 მლნ დოლარი;
9. ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - 1.5 მლნ დოლარი;
10. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი - 1.3 მლნ დოლარი.
ცნობისთვის, Brexit-მდე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებს მოიცავდა. აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სავაჭრო პირობები გაერთიანებულ სამეფოსთან მიმდინარე წლის ბოლომდე, გარდამავალ პერიოდამდე იარსებებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?