მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო ჩინეთში - 2019 წელს სავაჭრო ბრუნვა $1.1 მლრდ იყო

5e5f5a11c78b1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.20 11:22
1552
2019 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 5.1%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩინეთთან ვაჭრობისას ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და 227.6 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელი 198.0 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, აქაც ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა - ჩინეთიდან შემოტანილი საქონლის ღირებულება 2019 წელს 2.9%-ით,  858.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. (2018 წელი - 833.9 მლნ დოლარი).

რა გაყიდა საქართველომ ჩინეთში 2019 წელს - TOP–10 პროდუქტი:

1. მადნები და სპილენძის კონცენტრატები - 172.3 მლნ დოლარი (2018 წელი - 155.0 მლნ დოლარი);
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 18.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 19.8 მლნ დოლარი);
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 12.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 11.1 მლნ დოლარი);
4. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 5.7 მლნ დოლარი;
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3.6 მლნ დოლარი (2018 წელი - 417.0 ათასი დოლარი);
6. თხილი და სხვა კაკალი - 3.4 მლნ დოლარი (2018 წელი - 998.7 ათასი დოლარი);
7. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 2.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 42.3 ათასი დოლარი);
8. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 1.7 მლნ დოლარი);
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 839.7 ათასი დოლარი (2018 წელი - 1.2 მლნ დოლარი);
10. ალუმინი დაუმუშავებელი - 779.1 მლნ დოლარი.

2019 წელს ჩინეთის მიმართულებით საქონლის ექსპორტს შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ: შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანი;სს RMG Copper; სს თელავის ღვინის მარანი; შპს ნატექსი; შპს მეღვინეობა ხარება; შპს "აგროლენდი"; სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები; შპს ჯორჯიან პროდაქტს რენესანს; შპს Caucasian Metals Terminal.

რა იყიდა საქართველომ 2019 წელს ჩინეთისგან - TOP-10 პროდუქტი:

1. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 30.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 35.3 მლნ დოლარი);
2. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 22.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 18.2 მლნ დოლარი);
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 21.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 26.3 მლნ დოლარი);
4. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 21.3 მლნ დოლარი (2018 წელი - 15.1 მლნ დოლარი);
5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 21.1 მლნ დოლარი (2018 წელი 41.4 მლნ დოლარი);
6. ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 18.7 მლნ დოლარი (2018 წელი - 16.6 მლნ დოლარი);
7. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 18.0 მლნ დოლარი (2018 წელი - 17.7 მლნ დოლარი);
8. ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 14.8 მლნ დოლარი (2018 წელი - 14.5 მლნ დოლარი);
9. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 13.9 მლნ დოლარი (2018 წელი - 3.6 მლნ დოლარი);
10. სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 13.8 მლნ დოლარი (2018 წელი 16.8 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს. გასულ წელს უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების ტოპ ათეული ასე გამოიყურებოდა: შპს თეგეტა მოტორსი; შპს ნოვა; შპს იუ-ჯი-თი; შპს ჯი არ სი; Hunan Road &Bridge Construction Group Company Ltd-ის მუდმივი დაწესებულება საქართველოში; ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის მუდმივი დაწესებულება საქართველოში; შპს ომეგა; შპს ალტა; შპს ევროფარმი; შპს გარდაბნის თბოსადგური 2.