მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო ინდოეთში - TOP-10 პროდუქტი

5e33da80a23e8
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 20:00
1975
2019 წელს საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 48.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წის მონაცემებზე 0.4%-ით ნაკლები. კლება ექსპორტის შემცირებით არის განირობებული.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს - 8%-იანი, ხოლო იმპორტს 92%-იანი წილი უკავია.

გასულ წელს საქართველოდან ინდოეთში 3.8 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ექსპორტმა 5.6 მლნ დოლარი შედგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017-2019 წლებში ინდოეთის მიმართულებით ექსპორტი კლების ტენდენციით ხასიათდება: 2017 წელი - 8.9 მლნ დოლარი; 2018 წელი - 5.6 მლნ დოლარი; 2019 წელი - 3.8 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს იმპორტი 4.6%-ით გაიზარდა და 44.5 მლნ დოლარი შეადგინა.

რას ვყიდით ინდოეთში - TOP-10 პროდუქტი:

1. ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 869.7 ათასი დოლარი (2018 წ. – 2.3 მლნ დოლარი);
2. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 842.5 ათასი დოლარი (2018 წ. – 1.2 მლნ დოლარი);
3. სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 437.5 ათასი დოლარი;
4. მატყლი, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე - 272.5 ათასი დოლარი ( 2018 წ. – 288.0 ათასი დოლარი);
5. ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 261.4 ათასი დოლარი (2018 წ. – 19.7 ათასი დოლარი)
6. ნარჩენები და ჯართი თუთიისა - 261.0 ათასი დოლარი (2018წ. – 710.2 ათასი დოლარი);
7. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 215.9 ათასი დოლარი (2018წ. - 244.3 ათასი დოლარი);
8. მცენარეები პარფიუმერიის, ფარმაცევტული და ანალოგიური მიზნებისათვის - 157.7 მლნ დოლარი (2018 წ. – 114.2 ათასი დოლარი)
9. თხილი და სხვა კაკალი - 80.0 მლნ დოლარი;
10. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 68.6 ათასი დოლარი.

რას ვყიდულობთ ინდოეთში - TOP-10 პროდუქტი:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 12.1 მლნ დოლარი (2018წ. – 10.7 მლნ დოლარი);
2. სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი - 2.3 მლნ დოლარი (2018წ. – 1.9 მლნ დოლარი);
3. ბრინჯი - 2.0 მლნ დოლარი (2018წ. – 2.5 მლნ დოლარი);
4. სქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები - 1.6 მლნ დოლარი;
5. არაქისი - 1.5 მლნ დოლარი(2018წ. – 1.4 მლნ დოლარი);
6. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1.4 მლნ დოლარი (2018წ. - 247.9 ათასი დოლარი);
7. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 1.3 მლნ დოლარი(2018წ. – 499.2 ათასი დოლარი);
8. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 2.5 მლნ დოლარი);
9. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 1.1 მლნ დოლარი (2018წ. - 570.2 ათასი დოლარი);
10. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 967.2 ათასი დოლარი (2018წ. – 811.8 ათასი დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ინდოეთში საქონლის ექსპორტს შემდეგი კომპანიებიც ახორციელებდნენ: შპს "ეიშენ გრუპ"; შპს ალფა ექსფორთს; შპს ევრო სტილი; შპს კაუკაზანი; შპს ლეგომეტალი; შპს რუსთავის ფოლადი; შპს ტრადინგ კომპანი მ&ფ გროუპ; შპს ჯეო გადამამუშავებელი; შპს ჯიეს ბროკი.

რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს მათი ათეული ასე გამოიყურება: შპს აგრონომი; შპს რამ პოლიტეკქს; შპს თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ; შპს ავერსი-რაციონალი; შპს ჯი-ემ-პი; სს კავკასიან პეტ კომპანი; შპს ეიჩ ბი-ჯორჯია; შპს ფარმექსიმი; შპს რ.კ.გლობალ; შპს სიენენ კავკასია.

ცნობისთვის: საქართველომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ საქართველოს მთავრობის დავალებით, აღნიშნული საკითხის შესახებ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევაც ჩატარადა, თუმცა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა.