მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან?

5e6626c9362c1
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 15:39
1652
2019 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $497 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 13.9%-ით მეტი იყო. ამ მაჩვენებლით რუსეთის ფედერაციამ მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა (წილი მთლიან ექსპორტში - 13.2%). 

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ გასული წლის განმავლობაში რუსეთიდან 4.5%-ით უფრო მეტი - $976 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა. ამ შედეგით, რუსეთმა მთლიან იმპორტში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენს. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ხუთეული ასეთია:

1) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $133.2 მილიონი აშშ დოლარი;
2) ფეროშენადნობები - $114.5 მილიონი აშშ დოლარი;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - $60.6 მილიონი აშშ დოლარი;
4) სპირტიანი სასმელები - $34.5 მილიონი აშშ დოლარი;
5) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $19.8 მილიონი აშშ დოლარი.

რაც შეეხება რუსეთიდან უმსხვილეს საიმპორტო საქონელს, მისი სია ასეთია:

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $199.9 მილიონი აშშ დოლარი;
2) ხორბალი და მესლინი - $90.6 მილიონი აშშ დოლარი;
3) ნავთობის აირები (ბუნებრივი აირი) - $41.8 მილიონი აშშ დოლარი;
4) ზეთი მზესუმზირის - $34 მილიონი აშშ დოლარი;
5) ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - $32.1 მილიონი აშშ დოლარი. 

2020 წლის იანვარში საქართველომ რუსეთში $33.5 მილიონის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 14.7%-ით ნაკლები იყო. იმპორტმა კი $72.6 მილიონი შეადგინა, 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტი.