მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რასაც 1 თვეში ვყიდდით, ახლა არყის იმ რაოდენობას 1 წელიწადში ვყიდით" – "უშბა"

5d8ceb0da271e
ანუკა ჯოხაძე
27.09.19 10:20
2938
“რასაც ჩვენ 1 თვის განმავლობაში ვყიდდით, ახლა არყის იმ რაოდენობას 1 წელიწადში ვყიდით“, - ამის შესახებ კომპანია “უშბას“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი აბესაძემ bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სპირტიან სასმელებზე აქციზის ზრდამ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულ პროდუქციასთან არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა და „ყველაზე დიდი დარტყმა არყის წარმოებას მიადგა“.

“აქციზის მომატებამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ნაკლებად კონკურენტუნარიანები გავხდით იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით, რომელიც უკრაინიდან, რუსეთიდან პოლონეთიდან შემოდის. რასაც ჩვენ ვყიდდით 1 თვის განმავლობაში, ახლა იმ რაოდენობის არაყს ვყიდით 1 წელიწადში… იძულებულები გავხდით მაგალითად, როგორც კომპანია „გომი“, მათ მსგავსად გადავწყობილიყავით სხვა პროდუქციის წარმოებაზე”, - აცხადებს კომპანია “უშბას” გენერალური დირექტორი დიმიტრი აბესაძე.