24.აპრილი .2020 17:53

რაში დაიხარჯება covid-19-ის ბიუჯეტში ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ჩადებული 350 მლნ?

views 232
უკან

“ეს არის მიმდინარე ცეცხლის ჩაქრობის ხარჯები”- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც covid-19-ის ბრძოლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სისტემის გაძიერებისთვის გათვალისწინებულ 350 მლნ ლარის მიზნობრიობას შეეხებოდა.

როგორც ვანო მაჭავარიანი ამბობს, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის გამოყოფილი 350 მილიონი ლარი ძირითადად მოიცავს მიმდინარე პერიოდში აუცილებელ ხარჯებს.

„ამ თანხაში არ იგულისხმება გრძელვადიანი, ხარჯიანი პროექტები, ისეთები როგორებიცაა ახალი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა ან აღჭურვა. არსებობს Covid19-ის ინფექციასთან დაკავშირებით პირდაპირი ხარჯები, რაც არის უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის ხარჯები; ასეთია: მკურნალობის ხარჯები, პირადი დაცვის მოწყობილობები და საგნები, მათ შორის საკარანტინო ხარჯები და ასევე, საავადმყოფოების აღჭურვის ხარჯი - ეს არის ანტიკრიზისული ნაწილი; პოსტკირიზისული ხარჯია ის, რომელსაც ცოტა მეტი დრო სჭირდება, მაგალითად, საავადმყოფოების აღჭურვა, რაც უფრო მასშტაბურია, ახალი ინფექციური საავადმყოფოს მოწყობა და მშენებლობა - ეს უშუალოდ შემდეგ კვირებში ფიზიკურად ვერ მოესწრება რაც არ უნდა იყოს თანხები, ეს ცალკე იქნება გათვალისწინებული. ეს არის პრაქტიკულად მიმდინარე ცეცხლის ჩაქრობის ხარჯები”, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა